წადი 40 ტაბლეტი დიმედროლი დალიე და თავი მოიკალი ან მტკვარში გადახტი და მერე გვამი გადამალე! (ისეც ჭუჭყიანია)

დღეს ჩემი პოსტი იქნება იმაზე რომ “ხალხო ნუ წუწუნებთ!”. უამრავი პრობლემა გვაქვს ჩვენ ყველას. პლუს უმრავლესობა ვინც წაიკითხავს მოზარდები იქნებიან. ეს კი მგონი ყველაზე დეპრესიული და საშინელი ასაკია. ჩვენ გვაკლია მეტი სითბო, მეტი სიყვარული, მეტი ფული, მმეტი გაგება, მეგობრობა და კიდევ უამრავი რაღაც. ჩვენ არ გვაქვს იმდენი ტანსაცმელი რამდენიც გვინდა, არ ვუყვარვართ იმდენ ხალხს რამდენსაც გვინდა რომ ვუყვარდეთ, ჩვენი მშობლები მუდამ არ გვეფერებიან და ხშირად ჩხუბობენ ჩვენთან. ეს ყველაფერი პრობლემაა და ვიცი რომ ყველა ჩვენგანს დიდ გულისტკივილად უჯდება, მაგრამ საქმე არც ისე ცუდადაა. ხანდახან უნდა დავფიქრდეთ ხალხზეც რომლებიც მართლა იმსახურებენ სტკიოდეთ გული და იყვნენ ცუდად!

ჩვენს გარშემო არსებობენ ბავშვები რომელმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს სრულიად შემთხვევით. მაშინ როდესაც არ ელოდებოდნენ და მაშინ როდესაც ბედნიერები იყვნენ.

არის ჩვენს გარშემო ადამიანი რომლის ძმაც 31 დეკემბერს ღამე აივანზე ფეიერვერკს უშვებდა. თუ არ ვცდები 12 წლის, ჯანმრთელი, საყვარელი და ლამაზი ბიჭი. მეზობლის ჰაერში ნასროლი თოფი მოხვდა და სამუდამოდ დაგვტოვა. მისი ოჯახისთვის და მისი დისთვის (ამ შემთხვევაში მოზარდებზე ვლაპარაკობდი) ეს უსაშინლესი დღე იყო. ამ გოგოს აღარ ჰყავს ადამიანი რომელიც მთელ ქვეყანას ერჩივნა და სრულიად უდანაშაულოდ ახლა გარდაცვლილია. ყოველ ახალ წელს როდესაც ჩვენ გვიხარია, ვსვავთ, ვქეიფობთ,ვუშვებთ ფეიერვერკს მას დარწმუნებული ვარ თავის პატარა ძმა ახსენდება და ყველაზე მეტად ტირილი უნდება იმ დღეს როდესაც ყველა ბედნიერია.

არის ჩვენს შორის მოზარდი რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე დედა და და დაეღუპა. მას შემდეგ ეს ადამიანი გლოვობს და საკუთარ თავს იდანაშაულებს. დღეს რომელიც ჩვენ ყველა სიხარულით ავღნიშნავთ და ყველაზე მეტად გვიყვარს იმიტომ რომ მარტო ჩვენია. ის სახლში ზის იხსენებს დედას, დას და უნდა რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს.

არიან ჩემს შორის ადამიანები რომლებიც რაიონებიდან ჩამოვიდნენ თბილისში რომ ჩემს სკოლაში ისწავლონ. ისინი პანსიონში ცხოვრობენ, ისეთ შენობაში სადაც ცხოვრება დამიჯერეთ ძალიან ძნელია. ენატრებათ ოჯახი, და-ძმა, დედ-მამა, თავიანთი სახლი, ნივთები. ენატრებათ სითბო და ენატრებათ მოფერება.

არიან ჩვენს შორის მოზარდები რომლებსაც საერთოდ არ უნახავთ დედ-მამა. გაიზარდნენ ბავშვთა სახლებში, მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ იმაზე რაც ჩვენ გვაქვს და ხშირად ვერც კი ვაფასებთ. ოჯახზე, სითბოზე, სიყვარულზე, მშობლიურ სახლზე და ადამიანებზე რომლებსაც ისინი ეყვარებოდათ.

არაინ უნარ შეზღუდული ბავშვები რომლებიც მთელი ცხოვრება იტანჯებიან. იტანჯებიან იმისთვის რომ ვერ ცხოვრობენ დამოუკიდებლად, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული, ჭამა და კიდევ უამრავი რამ.

არიან მოზარდები რომლებიც უბედური შემთხვევების გამო ზოგი დამახინჯდა, ზოგს ხელი ან ფეხი მოაჭრეს, ზოგი დაყრუვდა, დაბრმავდა, დაკოჭლდა და მთელი ცხოვრება ახლა ამ ერთი საშინელი დღისთვის უნდა იტანჯოს. მე მყავს ნათესავი რომელიც დაბრმავდა და ვერაფერს ხედავს. ჩემზე 2 ან 3 წლით დიდი თუ იქნება მაგრამ თქვენ არ მოგისმენიათ როგორ უკრავს ის პიანინოზე. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეშურდეს.

მე მყავს მეგობრები რომლებსაც ცხოვრებაში თვალით არ უნახავთ დედა ან მამა. მყავს ისეთი უახლოესი მეგობრებიც რომლებიც მიატოვეს მამებმა ან უარესი, გარდაეცვალათ. მათი დედები შვილს მარტო ზრდიდნენ ყოველგვარი დახმარების გარეშე. იქნებ ზედ ყვებოდნენ კიდეც მაგრამ მარტო ხო მაინც ძნელია.

არიან ბავშვები რომლებსაც არ აქვთ საშუალება ჭამონ საჭმელი, ჩაიცვან წესიერი ტანსაცმელი, იყიდონ ელემენტარული ნივთები. ზოგი გარეთ მათხოვრობს კიდეც, ზოგი ნარკომანი ხდება, შემდეგ ავად ხდება და სიცოცხლესაც ასრულებს.

ასე გაგრძელება უსასრულობამდე შემიძლია. უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ვინც ამას კითხულობთ იღბლიანები ხართ. არ ღირს ტირილი, წუწუნი და დარდი იმაზე თუ ვიღაც იდიოტს არ მოეწონებით, თუ ვიღაც იდიოტი გულს გატკენთ, თუ ვერ ყიდულობთ შანელის 1000 დოლარიან ჟაკეტს. ამის გამო არ ხართ თქვენ უბედურები და არასდროს არ თქვათ რომ ხართ უბედურები. ნუ ისწრაფით იმისკენ რაც მიუწვდომელია, დააფასეთ ის რაც გაქვთ. უთხარით ხალხს რომელიც თქვენთვის ძვირფასია რომ ის გიყვართ, რომ არ გინდათ ხშირად ატკინოთ გული და არ გინდათ მისი დაკარგვა. დაივიწყეთ პრინციპები, იდიოტური ქცევები და ჩვევები. თქვენ ბედნიერები ხართ, თქვენ ბევრი რაღაც გაქვთ, ზოგს იმაზე მეტიც კი ვიდრე გგონიათ. დააფასეთ! მოიწმინდეთ ცრემლები და გაიღიმეთ. თუნდაც ის ადამიანები რომლის ისტორიებიც გავს ამ ბავშვების ისტორიებს არ არიან უბედურები. მათაც აქვთ უამრავი რამ იმისათვის რომ უბრალოდ ბედნიერები იყვნენ. ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ჩვენგან არ განსხვავდებიან.


ხანდახან ბედნიერებისათვის უბრალო ღიმილიც კი საკმარისია. ხალხო გაუღიმეთ ერთმანეთს! და გიყვარდეთ ყველა გინდ ამას არც იმსახურებდნენ!

About these ads

11 thoughts on “წადი 40 ტაბლეტი დიმედროლი დალიე და თავი მოიკალი ან მტკვარში გადახტი და მერე გვამი გადამალე! (ისეც ჭუჭყიანია)

  1. Great Post!

    უბრალოდ ერთ პუნქტში არ გეთანხმები, ადამიანი რო კოშმაროვში სასწავლად რაიონიდან ჩამოვა იმას რა უნდა ელაპარაკო :დ

  2. 40 ტაბლეტი დიმედროლი არ მოგკლავთ არ ცადოთ ტყულად :D მე გადავრჩი და თქვენც შესაბამისად არაფერი მოგივათ :3333

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s